in

პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა: პრეზიდენტობისთვის მხოლოდ სანიკიძე იბრძოლებს

11 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” დაგეგმილ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არჩევნებზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე იქნება.

ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ვიქტორ სანიკიძეც იმყოფებდა, კანდიდადტურის მოხსნის შესახებ გამოაცხადა.

კალათბურთის ოჯახი ერთიანია, ერთ მუშტად შეკრული. ყველას მიზანია, სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს. სწორედ ამ გუნდის წევრები ვართ მე და სანიკიძე. მე და ვიქტორ სანიკიძე დავსხედით და გადავწყვიტეთ, მომავალ არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე. ჩემთვის რომელიმე თანამდებობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ამ ადამიანთან ვრჩები და ძალებს არ დავიშურებ, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული იყოს”, – აღნიშნა გურასპაულმა. 

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების განრიგი ცნობილია

საბურთალო საქართველოს თასის მფლობელია