in

პაატა გურასპაული: უკრაინასთან 2500 გულშემატკივარს დავუშვებთ – ბითაძე და მამუკელაშვილი ივლისში დაგვეხმარებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპს იწყებს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები G ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები: ესპანეთი, უკრაინა და ბოსნია-ჰერცოგოვინა იქნებიან.

პირველ შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი 26 ნოემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს, 29 ნოემბერს კი, ესპანეთს ესტუმრება.

დღეს, პირველი არხის სპორტულ გადაცემა “ტაიმ აუტს” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული სტუმრობდა და ბევრ საინტერესე კითხვაზე ისაუბრა. გურასპაულმა განაცხადა, რომ საქართველო-უკრაინის მატჩზე დარბაზის ტევადობის მიხედვით გულშემატკივართს მესამედ დაუშვებენ, რაც დაახლოებით 2000-2500 ადამიანია.

“ყველამ ვიცით, რომ დაშავდა გიორგი ცინცაძე, თუმცა, საბედნიეროდ, მისი ტრავმა არ აღმოჩნდა ისეთი მძიმე, როგორც თავდაპირველად ვვარაუდობდით. გიორგი რამდენიმე თვეში დაიწყებს ვარჯიშს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის და შეიძლება, უფრო ადრეც, მწყობრში იქნება. კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს დუდა სანაძის სახით, რომელმაც სერბეთში კოვიდი გადაიტანა, გამოკვლევების შემდეგ კი, გულის არითმია გამოუვლინდა. დუდას ექიმებმა გარკვეული პერიოდი დასვენება ურჩიეს და წესით, აქტიური კარიერის განახლება მალევე უნდა მოახერხოს. აშშ-ში მოთამაშე კალათბურთელების სეზონის განმავლობაში ჩამოსვლა შეუძლებელია. საუბარია როგორც გოგა ბითაძეზე, ასევე – სანდრო მამუკელაშვილზე. მათ მხოლოდ მე-3 საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს ველით – 1 და 4 ივლისს.

აუცილებლად იქნება თორნიკე შენგელია, რომელმაც ეს საკითხი მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტის გაფორმების დროს შეათანხმა, თუმცა, მას საკმაოდ რთული გზა ექნება გასავლელი. 25 ნოემბერს ცსკა ევროლიგის ეგიდით მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს, 16 საათში კი უკვე საქართველოს ნაკრების თამაში აიღებს სტარტს.

მიღწეული გვაქვს შეთანხმება, რომ თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელთა მესამედის შეშვება მოხდება, ეს კი, დაახლოებით 2000-2500 ადამიანია. აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ, თუ რა რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი”, – თქვა პაატა გურასპაულმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მფრინავ ფიჯელებს მეექვსედ შევერკინებით: 1 მოგება და 5 მარცხი

წიტაიშვილი დინამოსთან ითამაშებს: ქართველს კიევურ გუნდში დაბრუნების შანსი აქვს