in

100% იანი შედეგით: ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია

დღეს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს კალაბურთის ეროვნული ფედერაციის სარჩევნო ყრილობა გაიმართა.ყრილობაზე პრეზიდენტობის ერთადერთი იყო წარდგენილი-საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი და ამჟამად საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ სანიკიძე. ყრილობაზე 39 ხმის მიმცემი სუბიექტიდან 39-ვე დარეგისტრირდა და ყველამ ერთხმად სანიკიძეს დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს.

ვიქტორ სანიკიძემ არჩევნების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი გააკეთა:

“უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა პაატას და კალათბურთის ფედერაციას იმ მუშაობისთვის. ჩვენი მიზანი იქნებ პირველ რიგში ბავშვთა კალათბურთის განვითარება, რეგიონებში ინფრასტრუწტურული პრობლემების მოწესრიგება, მასობრივობის გაზრდა და მომავალი ევრობასკეტის ღირსეულად მასპინძლობა. -თქვა ვიქტორ სანიკიძემ

“კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო 4 წლის განმავლობაში მემსახურა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. ქართული კალათბურთი მიუახლოვდა იმ ისტორიულ მიჯნას, რომ.ჩვენ ვუმასპინძლოთ ისეთ მასშტაბურ ღონისძიებას, როგორიცაა ევრობასკეტი. ამისთვის დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას. იყო დრო როდესაც, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის A დივიზიონში ასპარეზობაც საოცნებო იყო, 2011 წლიდან კი ჩვენი ნაკრები სისტემატურად ასპარეზობს საკონტინენტო ტურნირზე და 2023 წელს ვმასპინძლობთ ამ ტურნირს. ჩვენ ფედერაციას დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს მომავალ სეტემბერში, მაგრამ აქამდე ჩვენმა ფედერაციამ მწირი ფინანსური რესურსებით შეძლო საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, მათ შორის 2019 წელს 18 წლამდელთა შორის 3/3-ზე კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი, რომელმაც fiba-სგან კარგი გამოხმაურება მიიღო. ჩვენი მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო , რომ საქართველოს მთავრობის მიერ კალათბურთის ფედერაციას გადმოეცა ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი, სადაც ესპანური კორპარაცია “ბასკონია” მართავს კემპებს. მომავალ წელს გარდა ევრობასკეტისა ჩვენი ქვეყანა 20 წლამდელთ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც ფედერაციის წარმატებული მუშაობის შედეგია.”-თქვა პაატა გურასპაულმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მადრიდში ბომბს აფეთქებენ: რეალი რონალდოს აბრუნებს

შავმა ლომმა რუსეთის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა