ყაზანის “რუბინის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა ერთ-ერთ რუსულ საფეხბურთო პოდკასტში სტუმრობისას ყაზანური კლუბისა და საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. შარონოვი, რომელიც “რუბინს” 2019 წელს წვრთნიდა და ქართველ ტალანტს არცთუ ხშირად ენდობოდა, აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ნიჭი აქვს, ის ბურთთან ძალიან კარგია, მაგრამ ზედმეტად ბევრს იღებს საკუთარ თავზე და ეს ყოველივე გუნდს ავნებს.
“ხვიჩაში დიდ პოტენციალს ვხედავდი და სულ ვეუბნებოდი, რომ მას შეეძლო ევროპულ კლუბში ეთამაშა და ამისთვის დიდი შრომა იყო საჭირო. ხვიჩა კარგი ინდივიდუალისტია, ბურთთან ძალიან მაგარია, მაგრამ გუნდური თამაში მისი პრობლემაა. იგი ზედმეტად ბევრს იღებს თავის თავზე, რაც ხშირად გუნდისთვის საზიანო გადაწყვეტილებაა. ამიტომ, არ ვაძლევდი მას დიდი სათამაშო დროს”, – ამბობს შარონოვი.
ხვიჩა კვარაცხელია “რუბინის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი მას შემდეგ გახდა, როცა ყაზანური გუნდის თავკაცი ლეონიდ სლუცკი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings