ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული “სამტრედია” გუნდის სრულ რეორგანიზაციას იწყებს.
იმერლები ახალი მთავარი მწვრთნელით და ახალი ფეხბურთელებით ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დაბრუნებას აპირებენ. “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელის პოსტს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი შაშიაშვილი დაიკავებს.
შაშიაშვილი ბოლოს ქობულეთის “შუქურას” წვრთნიდა და გუნდი ეროვნულ ლიგაშიც გადაიყვანა, მაგრამ იმავე წელს გავარდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად შაშიაშვილმაც დაგვიდასტურა. ეროვნულ ლიგა 2-ში “სამტრედია” პირველ შეხვედრას 2 მარტს, “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს.
იმერული კლუბის ხელმძღვანელობა თავდაპირველად კახა კაჭარავასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა.
GIPHY App Key not set. Please check settings