in

რა დღე დადგა: ბასილაშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და ფედერერს გადაასწრო

ავსტრალიის ღია პირველობაზე მარცხის შემდეგ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში გადაინაცვლებს და მონპელიეს 250-იან ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი ჩოგბურთელი მონპელიეში ალექსანდერ ზვერევის, რობერტო ბაუტისტა-აგუტის და გაელ მონფილსის შემდეგ მეოთხე ნომრად იქნება განთესილი.

რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგს. განახლებული რეიტინგი ოფიციალურად ორშაბათს გამოქვეყნდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველ წრეში ენდი მარისთან მარცხის მიუხედავად, 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ორი საფეხურით დაწინაურდება და მსოფლიოს 21-ე ჩოგანი იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეგენდარულ როჯერ ფედერზე წინ იქნება, რომელმაც 720 ქულა დაკარგა და რეიტინგში 30-ე ადგილამდე დაქვეითდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალბათ უკეთ ვითამაშებთ: საქართველო ესპანეთთან პირველ ადგილს გაარკვევს – როგორ ავცდეთ რუსეთს

შოთამ მოგებით დაიწყო: ჰალმა სუონსი დაამარცხა