გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
ქართველის “გრანდ რაპიდს გოლდი” “მოტორ სითი კრუიზს” დაუპირისპირდა და 122:111 დაამარცხა. ბეჟანიშვილი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბეჟანიშვილი ფოლებით მალე დაიტვირთა და მატჩს ნაადრევად გამოეთიშა.
გიორგი ბეჟანიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას, 29 იანვარს “კლივლენდ ჩარჯის” წინააღმდეგ გამართავს.