in

ნიუკასლმა ოღონდ ვინმე იყიდოს, მანჩესტერიც აქტიურია, ერიქსენი ინგლისში ბრუნდება – სატრანსფერო ამბები

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სრულდება და გუნდები ცდილობენ სასურველი ტრანსფერი ან იჯარა მოასწრონ, ან სულაც ნიადაგი მოამზადონ ზაფხულისთვის. ყველაზე აქტიური რა გასაკვირია და ფულნაშოვნი „ნიუკასლია“, რომელიც თითქმის ყველას ედება.

კრისტიან ერიქსენმა „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი შეათანხმა.

ბონავენტურამ 2023 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი „ფიორენტინასთან“.

„არსენალი“ დაინტერესებულია „რეალის“ ლუკა იოვიჩით.

„ინტერი“ ინტერესს იჩენს გოზენსის მიმართ. თუმცა „ატალანტამ“ ამ ფეხბურთელის თაობაზე „ნიუკასლს“ უარი უთხრა.

„ტოტენჰემი“ მზადაა „ვულვზის“ ადამა ტრაორეს სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღოს.

„მანჩესტერის“ მარსიალი ახლოსაა „სევილიაში“ წასასვლელად.

„ჩელსი“ ბოლოჯერ შეეცდება „ლიონიდან“ ემერსონი დაიბრუნოს.

„ევერტონი“ „ტოტენჰემის“ ნახევარმცველით, დელე ალითია დაინტერესებული.

„მანჩესტერი“ მზადაა „მარსელის“ კამარასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

„ნიუკასლი“ 5-6 მლნ ფუნტს გადაიხდის „მანჩესტერიდან“ ჯესი ლინგარდის იჯარაში და მის ხელფასს სრულად დაფარავს. დელე ალის და რემსის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ასპილიკუეტა ზაფხულში ‘ბარსეკლონაში“ უფასოდ გადავა, ყველაფერი შეთანხმებულია. კონტრაქტის 3+1 სქემით.

ნიკლას ზიულემ უარი თქვა „ბაიერნში“ 10 მლნ ევროს ხელფასზე. მისით „ბარსელონა“, „ჩელსი“ და „ნიუკასლი“ არიან დაინტერესებულები.

„მანჩესტერმა“ ზაფხულის ტრანსფერებისთვის მზადება დაიწყო. კლუბი ოთხ ტრანსფერს უმიზნებს. გუნდში სუსტ ადგილად ნახევარდაცვას მიიჩნევენ და პირველ რიგში ამ რგოლს გააძლიერებენ.

დაბოლოს მწვრთნელზეც: „უოტფორდმა“ მთავარი მწვრთნელობიდან დაითხოვა კლაუდიო რანიერი. იტალიელმა კლუბში 112 დღე იმუშავა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ბარბაროსები: ახალი სარაგბო კლუბი საქართველოში

ქალების კომედიური ფეხბურთი