ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე სათამაშო დღე გაცილებით დიდშედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე ეს სამშაბათს იყო.
ნორვეგიულმა „ბოდომ“ „ჟალგირისს“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.
ასევე 5:0 დაფიქსირდა „ცრვენა ზვეზდასა“ და „პიუნიკს“ შორის. 5 ბურთის გამტან გუნდს გამოიცნობთ.
ერთით ნაკლები, 4:0 გაანადგურა „მაკაბი ჰაიფამ“ კვიპროსის „აპოლონი“.
ამ გუნდებმა, შეიძლება ითქვას, რომ პლეი ოფის საგზური გაინაღდეს. კი, გვინახავს ასეთი ქამბექები, მაგრამ, მხოლოდ ერთხელ და იქაც მოედანზე „ბარსა“ იყო.
„ყარაბაღი“ „ფერენცვაროშის“ მატჩი 1:1 დასრულდა და ყველაფერი საპასუხო მატჩში, უნგრეთში გაირკვევა.
„კიევის დინამომ“ კი „შტურმი“ 1:0 დაამარცხა და მინიმალური უპირატესობა მოიპოვა.
მოკლედ, 5 დან 3 წყვილში ყველაფერი გარკვეულია, დანარჩენ ორში კი მაგარი ბრძოლაა მოსალოდნელი.
GIPHY App Key not set. Please check settings