in

პიცა: ერთ-ერთი საყვარელი კერძია ფეხბურთში – იტალიაში დაშვებულია, როგორ უყურებენ რონალდო და მესი

როგორც ცნობილია, სწორი კვება ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. თუმცა არის შემთხვევები, როცა ფეხბურთელებიც არღვევენ გაწერილ მენიუს.

პიცა იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი კერძია, “ნაპოლიში” კი მასზე უარს არ ამბობენ. ამის შესახებ კლუბის დიეტოლოგმა მარკო რუფოლომ თქვა: “მე მხოლოდ მითის დანგრევა შემიძლია, “ნაპოლის” ფეხბურთელებისთვის პიცა არ არის აკრძალული, მათ შეუძლიათ მიირთვან კვირაში ერთხელ, ოღონდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებითა და მომზადების ტექნოლოგიით გათვალისწინებით”.

პიცა არ არის აკრძალული არც იტალიის ნაკრებში. ფეხბურთელებს კვირაში ერთხელ შეუძლიათ რომაული პიცა მიირთვან და თან გაზიან სასმელთან ერთად.

მსოფლიო ფეხბურთის ორი სუპერვარკვლავის მესისა და რონალდოს დამოკიდებულება კი შემდეგნაირია: კრიშტიანო მიირთმევს პიცას, ხოლო მესიმ გადაწყვიტა უარი ეთქვა მასზე.

რონალდო ამბობს: “ხანდახან თავს მოდუნების საშუალებას ვაძლევ და შვილთან ერთად პიცას მივირთმევ, ისე ხო მოსაწყენი იქნება. მთავარია სხეულზე იზრუნო, ივარჯიშო, გამოჯანმრთელდე და სწორად იკვებო“.

This image has an empty alt attribute; its file name is ruea728609731.jpg


რაც შეეხება მესის, ის 2015 წლამდე აქტიურად მიირთმევდა პიცას, რის შემდეგაც დიეტოლოგებმა მოუწოდეს არგენტინელს უარი ეთქვა მასზე. “ვფიქრობ, მესიმ ძალიან ბევრი პიცა შეჭამა, როგორც გუნდის საერთო სადილამდე, ასევე მას შემდეგ, არდადეგების დროსაც. მან იმაზე მეტი შეჭამა, ვიდრე საჭირო იყო“, – ამბიბდა “ბარსელონას” სატრანსფერო კომიტეტის წევრი კარლეს რექსაჩი 2015 წელს ერთ-ერთ გალა საღამოზე. მართალია ამ სიტყვებს კონფლიქტი არ მოჰყოლია, მაგრამ ამის შემდეგ მესის მენიუში აშკარად ნაკლებად ფიგურირებს პიცა.

“ჩელსის” ყოფილი მეკარე მარკინ ბულკა ედენ აზარზე: ”მას უყვარს ჰამბურგერი და პიცა, მე მას ყოველთვის პიცერიებში ვხედავდი. ფეხბურთის და კარგი დროის გატარების გარდა არაფერი აინტერესებს. ეს არ იყო პრობლემა “ჩელსიში”, მაგრამ მადრიდის “რეალში” შეიძლება ცოტა ზედმეტი მოუვიდა”.

როგორც ჩანს, პიცისადმი დამოკიდებულება ფეხბურთელების მხრიდან თითქმის ერთგვაროვანია, მაგრამ დიეტოლოგების მკაცრი რჩევების მიხედვით მათ შეუძლიათ ზომიერად მიირთვან პიცა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქვილითაიამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა: აპოელმა თასზე მოიგო

ხოსე ბორდალასი: ამ ეტაპზე დომენეკი უკეთეს ფორმაშია