საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა კარიერა ეგზოტიკურ ქვეყანაში გააგრძელას.
კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი შემტევით ჩინური “შანგჯოუ ლიონს სიტი” არის დაინტერესებული. ჩინური გუნდის მთავარი მწვრთნელი სერბი სვეტოჟარ შაპურიჩია, რომელიც 2015-18 წლებში “აპოელის” სპორტულ დირექტორად მუშაობდა.
თორნიკე ოქრიაშვილი “აპოელს” 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამდენჯერვე კი საგოლე პასი გააკეთა.
რაც შეეხება “შანგჟოუს”, ჩინეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და გუნდის შემადგენლობის ჯამური ღირებულება 4.68 მილიონია. 2021 წლის სეზონი კლუბმა 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე დაასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings