ფიფამ The Best-ის წლის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ გამართა და საკმაოდ უღიმღამო გამოუვიდა. ნომინანტები ეკრანიდან ჩაერთვნენ და საღამოს პეწი და ლაზათი აკლდა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის კითხვებია, რაც შედეგებს მოყვა: ბევრმა France Football-ის „ოქროს ბურთთან“ შედარება დაიწყო და განსხვავებულ შედეგებში ირონიაც ამოიკითხა.
ფაქტი კი ფაქტად რჩება და ის გამოვარჩიოთ მთავარმა ხალხმა ვიზე შეაჩერა საკუთარი არჩევანი.
The Best – ფიფამ წლის საუკეთესოებს ჯილდოები დაურიგა და კითხვები გააჩინა: ყველა გამარჯვებული
ლეო მესიმ პირველ ადგილზე ნეიმარი დააყენა, მეორეზე მეორე საკლუბო პარტნიორი – კილიან მბაპე, მესამეზე ქარიმ ბენზემა გაიყვანა. რა თქმა უნდა, სამეულში არ არიან ძირითადი კონკურენტები – ლევანდოვსკი და რონალდო.
თავად კრიშტიანოს სამეული ასეთია: ლევანდოვსკი, კანტე, ჟორჟინიო.
ანუ გამოდის, რომ რონალდომ მესის მთავარ მეტოქეს მისცა ხმა.
ისე, რონალდო და მესი ერთმანეთს ხმას ძალიან იშვიათად აძლევენ მიუხედავად ერთმანეთის თბილი სიტყვებით მოხსენიებისა.
მესი მე-11 წელია ხმას აძლევს და რონალდო ორჯერ ჰყავს მოხსენიებული, 2018 წელს მესამე ადგილზე და 2019 წელს – მეორეზე.
2010 წლიდან მოყოლებული რონალდოს არჩევანს რომ გადახედო, მესის ერთხელ აღმოაჩენთ, შარშან – მეორე ადგილზე დააყენა ლევანდოვსკის მერე.
ისე, მესისთვის დამახასაითებელია პარტნიორების დასახელება. არგენტინელმა არაპარტნიორს ორჯერ მისცა პირველი ადგილი – მოდრიჩს (2018) და მანეს (2019). აბა ნეიმარის პირველზე დასახელება რა არასერიოზულობაა. ლეოს სამეულში კი ლევანდოვსკიც ყოფილა და ბენზემაც.
მართალია, რონალდოც ასახელებს პარტნიორებს, მაგრამ ის უფრო ნეიტრალურია ხოლმე. უბრალოდ, საინტერესოა, რომ მას არასოდეს გამოუყვია თანაგუნდელები პორტუგალიის ნაკრებიდან.
ლევანდოვსკი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია
გადავიდეთ სხვა ნომინანტებზეც.
წლევანდელმა გაარჯვებულმა რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი ადგილი ჟორჟინიოს მიანიჭა, მეორე – მესის და მესამე – რონალდოს.
მესამედგილოსანმა სალაჰმა პირველობა მისცა ჟორჟინიოს, მეორეზე მესი გაიყვანა და მესამეზე – ლევანდოვსკი.
დაბოლოს, ჩვენებზეც ვთქვათ.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის არჩევანი ასეთია:
ბენზემა, ლევანდოვსკი, მბაპე.
საქართველოს კაპიტანი ჯაბა კანკავა:
მესი, კანტე, ჟორჟინიო.
სპორტულმა ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ კი ხმები შემდეგნაირად გადაანაწილა: ლევანდოვსკი, ბენზემა, რონალდო.
GIPHY App Key not set. Please check settings