in ,

გილოცავთ ლამაზ თამაშს: მილანმა ინტერი დატოვა – XXII ტური

ამ ტურში ერთი გამორჩეული მატჩი იყო და ისიც დიდი ვერაფერი გამოდგა. ბოლო პერიოდის სტაბილურმა და კარგმა „ატალანტამ“ საუცხოოდ მოთამაშე და ყველაფრის მომგები „ინტერი“ მიიღო და გუნდებმა უგოლოდ დატოვეს მოედანი. მილანურმა გუნდმა რამდენიმემატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, პლუს 33 მატჩის შემდეგ პირველად მოხდა, რომ გოლი ვერ გაიტანა. ასეთ უნიათო საყურებელ მატჩს „ნაპოლი“ გამოეხმაურა და ტვიტერზე ირონიულად დაწერა: „კლუბს სურს მიულოცოს „ატალანტას“ და „ინტერს“ საინტერესო და საკმაოდ სანახაობრივი თამაში“.

პირველ ადგილზე კი მეორე მილანური გუნდი, ზედიზედ სამმატჩმოგებული „მილანი“ უნდა გადასულიყო, მაგრამ მოულოდნელად შინ „სპეციასთან“ წააგო, გადამწყვეტი გოლი 96-ე წუთზე გაუშვა და ლიდერად თანაქალაქელი „ინტერი“ დატოვა.

„ნაპოლიმ“ კი შანსით ისარგებლა და ორივე მილანურ კლუბთან ჩამორჩენა შეამცირა.

„ჯენოა“ შევჩენკოს გაშვების შემდეგ საერთოდ განადგურდა და ახლა ახალ მწვრთნელს ელოდება. ეს კი ერთ დროს „ვოლფსბურგის“ მწვრთნელი და თავის დროზე საკმაოდ კარგი გერმანელი ფეხბურთელი ბრუნო ლაბადია გახლავთ.

და კიდევ: მომდევნი ტურში „მილანი“-„იუვენტუსია“.

„ინტერი“ სერია ა-ში 14 მატჩია არ აგებს – 10 მოგება და 4 ფრე.

გასპერინი: ეს იყო რთული მატჩი, მაგრამ „ინტერთან“ თანაბრად ვთამაშობდით“.

სპალეტი: „ამ სეზონში ბევრი ქულა დავკარგეთ. ჩვენ ტოპ 4-ში უნდა ვიყოთ. ჩვენ გვაქვს ხარისხი და გვყავს გუნდი, რომელსაც ეს შეუძლია. ზოგჯერ ვკარგავთ ხოლმე ჩვენს დონეს“.

პიოლი მესიასის არჩათვლილ გოლზე: „მსაჯმა ბოდიში მოიხადა და შეცდომა აღიარა“.

ზლატანმა 150-ე მატჩი ჩაატარა :მილანის“ შემადგენლობაში.

მოიგეს „რომამ“ და „ფიორენტინამ“, რომელთაც ბოლო სამი მატჩი არ ჰქონდათ მოგებული.

ალეგრი: „მორალურდ და ფიზიკურად 120 წუთი გავძელით სუპერთასზე, დღეს კი გარკვეულ მომენტებში გამოვეთიშეთ. ასე არ შეიძლება“.

სერია ა – XXII ტური

სამპდორია – ტორინო 1:2
სალერნიტანა – ლაციო 0:3
იუვენტუსი – უდინეზე 2:0
სასუოლო – ვერონა 2:4
ვენეცია – ემპოლი 1:1
რომა – კალიარი 1:0
ატალანტა – ინტერი 0:0
მილანი – სპეცია 1:2
ბოლონია – ნაპოლი 0:2
ფიორენტინა – ჯენოა 6:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ ვის მისცა ხმა: მესის და რონალდოს ერთმანეთი არ აინტერესებთ – როგორია სანიოლისა და კანკავას არჩევანი

ნიკა ამაშუკელი: ვერასდროს წარმოვიდგენდი 6 ერის ნაწილი თუ გავხდებოდი