თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში საბა ლობჟანიძის “ჰატაისპორი” თურქული ფეხბურთის გრანდს “გალათასარაის” დაუპირისპირდა და საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა – 4:2.
ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქეს დუბლი შეუსრულა. საბამ ჯერ 70-ე წუთზე შეძლო “გალათასარაის” კარის აღება, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით “ჰატაისპორს” 35 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
საბა ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings