საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის დაჯილდოვების ორ ნომინაციაში ფინალისტთა შორის მოხვდა.
ქართველი წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო შემტევის ჯილდოსთვის იბრძვის და დღეს გამოქვეყნებულ ფინალისტთა სიაშიც მის გვარს ამოვიკითხავთ.
წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მისი მეტოქეები უსმან დემბელე, დეზირე დუე, ერლინგ ჰოლანი, აშრაფ ჰაკიმი, ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში, კოულ პალმერი, პედრი, რაფინია, მუჰამედ სალაჰი, ვიტინია და ლამინ იამალი იქნებიან.
რაც შეეხება საუკეთესო შემტევს, აქ ხვიჩასთან ერთად უსმან დემბელეს, ჰარი კეინის, რობერტ ლევანდოვსკის, კილიან მბაპეს, რაფინიას, მოჰამედ სალაჰისა და ლამინ იამალის გვარებს ამოიკთხავთ.
კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ლინკზე გადასვლით შეგეძლებათ. დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს დუბაიში გაიმართება
sportall.ge


GIPHY App Key not set. Please check settings