in

მესიც არის, რონალდოც და მბაპე-ჰოლანდიც: წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტების საბოლოო სია დაიდო

გამოაცხადეს Globe Soccer Awards-ის პრიზის ნომინანტები.

პრემიის ორგანიზატორებმა 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტების საფინალო სია გამოაქვეყნეს.

პრიზზე ნომინირებული არიან: ჯუდ ბელინგემი („რეალი“ / ინგლისი), ქარიმ ბენზემა („ალ იტიჰადი“ / საფრანგეთი), კევინ დე ბრუინი („სიტი“ / ბელგია), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“ / ნორვეგია), კილიან მბაპე (პსჟ / საფრანგეთი), ლეო მესი („ინტერ მაიამი“ / არგენტინა), ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“ / ნიგერია), კრიშტიანო რონალდო („ალ ნასრი“ / პორტუგალია), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“ / ეგვიპტე), ბერნარდო სილვა („სიტი“ / პორტუგალია), ვინისიუსი („რეალი“ / ბრაზილია).

დაჯილდოების ცერემონია 19 იანვარს დუბაიში გაიმართება.

Globe Soccer Awards-ისგან „წლის საუკეთესო ფეხბურთელს“ ჯილდო 2011 წლიდან გადაეცემა. ის 12-დან 6-ჯერ რონალდოს აქვს მოგებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის ინტერ მაიამის ყველაზე მეტად ეძებდნენ: 2023 წლის ყველაზე პოპულარული გუნდები

ნაპოლი გავიდა, ხვიჩამ შანსი ისევ გაანიავა: რა დაუწერეს კვარას