in

საფინა-ბერულავას წყვილმა ევროპის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავას და კარინა საფინას წყვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

მოკლე პროგრამის შემდეგ საფინა-ბერულავა 61.93 ქულით მეექვსე ადგილს იკავებდნენ. დღეს, ისინი თავისუფალი პროგრამით წარდგნენ და მათი დღევანდელი გამოსვლა მსაჯებმა 122.12 ქულით შეაფასეს.

საბოლოო ჯამში კი, მათ 184.05 მოუგროვდათ და მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. ქართული წყვილი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაკრეგორი წუთში 8.6 მილიონს შოულობს, რონალდო რეიტინგის ბოლოშია

თბილისის დინამოს მორიგი ტრანსფერი: კამარა დინამოელია