in

შენ ყველასთვის მაგალითი იყავი: მამარდა ყოფილ თანაგუნდელზე

ხაუმე დომენეკმა, რომელიც „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილთან ერთად თამაშობდა, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

34 წლის მეკარის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დომენეკს სურს, მასთან მეტი დრო გაატაროს. მეკარემ, რომელმაც „ვალენსიაში“ 122 თამაში ჩაატარა და ოთხი წლის განმავლობაში კლუბის პირველი ნომერი იყო, მამარდაშვილთან მეგობრობა შეინარჩუნა და გადაწყვეტილება სოციალურ ქსელის საშუალებით გაავრცელა.

„ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ჩემი გატაცებაა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა. მივდივარ, რადგან უახლოეს ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ჩემი გული და ის ღირებულებები, რომლებმაც პიროვნებად ჩამომაყალიბეს, მკარნახობენ, რომ ახლა ოჯახთან ახლოს უნდა ვიყო“, – დაწერა ხაუმე დომენეკმა.

„შენ ყველასთვის მაგალითი იყავი, ხაუ! წარმატებებს გისურვებ“, – წერს გიორგი მამარდაშვილმა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვბრუნდები გუნდში, რომელიც ოცნებების ასრულებაში დამეხმარა: ანორთოსისი ქეცბაიას ბედისწერაა

ის, რაც ხვიჩამ ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა…