in

გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალშია: ბოლქვაძე ავსტრალიას გამოეთიშა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სტარტი აიღო წლის პირველი დიდი სლემის ტურნირმა – ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპმა, რომელზეც ორმა ქართველმა იასპარეზა.

საქართველოს პირველმა ქალმა ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალურ შეხვედრაში შვეიცარიელი ლეონიე კუნგი სამ სეტში 6:3; 1:6; 6:3 დაამარცხა და კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა.

მომდევნო შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი კიმბერლი ბირელი იქნება.

დღეს ითამაშა მარიამ ბოლქვაძემაც, რომელიც რუმინელ ირინა მარია ბარიასთან 4:6; 1:6 დამარცხდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს: შაბათს საავადმყოფოში გაგიშვებ

FIFA 22-ში ქართველ ფეხბურთელთა რეიტინგები ცნობილია