საქართველოს ნაკრებისა და თურქული “ჰატაისპორის” ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე შესაძლოა თურქული ფეხბურთის გრანდში “გალათასარაიში” აღმოჩნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული Focus transfer haber ავრცელებს.
თურქები წერენენ, რომ “გალათასარაის” შეტევის მარჯვენა ფლანგი საკმაოდ სუსტია და მის გასაძლიერებლად 27 წლის ქართველი შემტევი საუკეთესო ვარიანტია.
საბა ლობჟანიძემ გასული სეზონი “ანკარაგუჯუში” გაატარა და წელს აღმოჩნდა “ჰატაისპორის” რიგებში. მიმდინარე სეზონში ლობჟანიძის ანგარიშზე 4 გოლი და 7 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings