„ნაპოლი“ დღეს საღამოს მორიგ საკონტროლო მატჩს გამართავს. მეტოქე ისევ ესპანურია – “ჟირონა”. სათუოა ხვიჩა კვარაცხელაის საკითხი. ის შესაძლოა მწვრთნელმა სრულად არ დატვირთოს ან საერთოდ დაასვენოს. მიზეზი – ჩვენიანის მდგომარეობაა. საქმე ისაა, რომ წინა მატჩში „მალიორკასთან” კვარაცხელიას ბევრჯერ ეუხეშნენ, რის გამოც არც უვარჯიშია, ბარძაყი კი შეხვეული ჰქონდა და შესაბამისად არც ორმხრივ მატჩში უთამაშია. ხვიჩა რამდენიმე სხვა ფეხბურთელთან ერთად მხოლოდ ტრენაჟორებზე დაიტვირთა.
ეს ინფორმაცია „ნაპოლის“ ოფიციალურ საიტზეც წერია და თან აღნიშნულია, რომ ხვიჩას მდგომარეობამ ფანებში განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია.
დღევანდელი მატჩში ბევრს არაფერს წყვეტს და ისე კი იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ხვიჩა 100%-ით შეძლებს შესაძლებლობების გამოვლინებას სერია ა-ში, რომელიც 14 აგვისტოს იწყება.
„ნაპოლი“ კი მანამდე კიდევ გეგმავს ტრანსფერებს გასაძლიერებლად, მით უმეტეს, რომ ახლახან სტატია დაიწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გუნდს შეტევის ხაზში ახალი ფეხბურთელები სჭირდება, რადგან მარტო ქართველი ტალანტი საქმეს არ ეყოფაო.
მარტო ნიჭიერი ქართველი არ ეყოფა: ნაპოლის შეტევა მისახედი აქვს
GIPHY App Key not set. Please check settings