ფილადელფიის საუკეთესო სპორტულ კლუბებს შორის ქართველი კარატისტების, გიორგი ელიზბარაშვილის და მამუკა გელაძის მიერ დაარსებული კარატეს კლუბი Philly Karate Club-ია. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Kevsbest წერს. გამოცემამ ფილადელფიის TOP 5 სპორტული კლუბი შეადგინა, სადაც მე-5 ადგილს ქართველების კლუბი იკავებს.
Philly Karate Club – საუკეთესო მწვრთნელებით და ინვენტარით აღჭურვილი კლუბია, რომელიც გთავაზობთ საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებს. პროფესიონალი მწვრთნელები საბრძოლო ხელოვნების შესწავლასთან ერთად, ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, – აღნიშნულია Kevsbest-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
გიორგი ელიზბარაშვილმა და მამუკა გელაძემ კარატეს კლუბი Philly Karate Club ხუთი წლის წინ დაარსეს და სხვადასხვა ასაკის ადამაინებს შეუძლიათ ვარჯიში. ქართველებისთვის ვარჯიშები ქართულ ენაზე ტარდება, რაც აშშ-ში მცხოვრებ ბავშვებს მშობლიური ენის უკეთ შესაწავლაში ეხმარებათ.
GIPHY App Key not set. Please check settings