in

სანაძემ ადრიატიკის ლიგაზე 12 ქულა ჩააგდო, მაგრამ ბორაცი ბოსნიელებთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ რთული პოსტ-კოვიდური პერიოდის შემდეგ, სერბული “ბორაცის” შემადგენლობაში ადრიატიკის ლიგაზე ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

“ბორაცი” ბოსნია და ჰერცოგოვინას “იგოკეას” დაუპირისპირდა და 61:88 დამარცხდა. სანაძე სერბული გუნდის სასტარტო ხუტეულში და პარკეტზე გატარებულ 21:07 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

14 მატჩის თავზე 4 მოგება შერჩა და ადრიატიკის ლიგაში, სადაც 14 გუნდი თამაშობს, მე-11 ადგილზეა. სანაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს ჩაატარებს, როდესაც ლუბლიანაში ცედევიტა ოლიმპიას ესტუმრება. სლოვენიური გუნდი ერთ-ერთი ლიდერია და ცხადია, სერბებთანაც ფავორიტი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამო ზამთრის შეკრებაზე ორ პოლონურ გუნდს შეხვდება

რუსული გამოცემა: კვარაცხელიამ უსიამოვნოდ გაგვაკვირვა