Crystalbet ეროვნული ლიგიდან უკრაინის პრემიერლიგამდე. დმიტრი მანდრიჩენკო საფეხბურთო კლუბ “ინჰულეცის” ფეხბურთელია.
ინფორმაციას უკრაინული გუნდის Facebook გვერდი ავრცელებს. მოლდოველმა ნახევარმცველმა განვლილი სეზონი “საბურთალოში” გაატარა. მან თბილისური გუნდის მაისურით ეროვნული ლიგის ეფიდით ჩატარებულ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა.
დმიტრი მანდრიჩენკო სხვადასხვა დროს: “შერიფის”, “ვორსკლას” და კიევის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა. გარდა ამისა, მანდრიჩენკო: “დინამო ავტოს”, “სპიკულის” და “სფ. ჯორჯის” რიგებში გამოდიოდა. შეგახსენებთ, მანდრიჩენკომ წელს “საბურთალოსთან” ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings