შეთანხმება მიღწეულია: 19 წლის ქართველი განაპირა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას თურქულ “ტრაბზონსპორში” გააგრძელებს.
აზაროვი ახალი წლიდან “ტრაბზონსპორის” მაისურის მოირგებს.
როგორც შევიტყვეთ, “ტრაბზონსა” და ბათუმის “დინამოს” შორის საბოლოო შეთანხმება შედგა – ქართული კლუბი მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, აზაროვი კი უახლოეს პერიოდში თურქულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი აზაროვმა ბათუმის “დინამოში” გაატარა და კლუბის ისტორიულ ჩემპიონობაში მისი წვლილი დიდია.
ქართველ მცველს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებშიც, წლის ბოლოს კი ფეხბურთის ფედერაციამ ის 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელად დაასახელა.
GIPHY App Key not set. Please check settings