in

სპორტული ოსკარები დარიგდა: ვინ არიან 2024 წლის საუკეთესოები

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა „სპორტულ ოსკარად“ წოდებული Laureus World Sports Academy-ის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია.

პრემია 2000 წლიდან გაიცემა.

2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ შვედი მძლეოსანი არმან დუპლანტისი და ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი.

წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ნომინაციაში ჭოკით მხტომელმა დუპლანტისმა აჯობა ჩოგბურთელ კარლოს ალკარასს, „რედ ბულის“ პილოტს, მაქს ფერსტაპენს, ფრანგ მოცურავეს, ლეონ მარშანსა და სლოვენიელ ველომრბოლს, ტადეი პოგაჩარს.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნომინაციაში სიმონა ბაილსის კონკურენტები იყვნენ ბელარუსი ჩოგბურთელი არინა საბალენკა, ესპანელი ფეხბურთელი აიტან ბონმატი, ნიდერლანდელი მორბენალი სიფან ჰასანი და კენიელი მორბენალი ფაიტ კიპიეგონი.

დუპლანტისმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, გარდა ამისა, სეზონში სამჯერ განაახლა მსოფლიო რეკორდი. ბაილსმა 2024 წლის ოლიმპიადაზე სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიგო.

„წლის გუნდის“ ნომინაციაში გაიმარჯვა მადრიდის „რეალმა“.
ამ პრიზზე ასევე წარდგენილნი იყვნენ „ბოსტონ სელტიქსი“ (NBA), „ბარსელონას“ ქალთა გუნდი, „მაკლარენი“ (ფორმულა 1), ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები და აშშ-ის კალათბურთის ნაკრები.
მადრიდის „რეალმა“ 2024 წელს ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„ბარსელონას” ფორვარდმა ლამინ იამალმა მოიგო ნომინაციაში „წლის გარღვევა“.
17 წლის ფეხბურთელმა აჯობა მძლეოსბევს ჟულიენ ალფრედს და ლეტსილე ტებოგოს, მოცურავე სამერ მაკინტოშს, კალათბურთელ ვიქტორ ვემბანიამას და საფეხბურთო კლუბ ლევერკუზენის „ბაიერს“.
2024 წელს იამალმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

კარიერა დასრულებული ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი “სპრტის ხატად” დაასახელეს.

საღამოზე ბევრი ცნობილი სახე იყო მიწვეული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ევროპის ყველაზე პერსპექტიულ მეკარეებს შორის დაასახელეს

დღეს ხვიჩა ძირითადს უნდა დაუბრუნდეს