in

ერთ ქალაქს ყველა ევროთასის წაღება შეუძლია: ყოფილა ასეთი რამ აქამდე?

ევროთასებზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. ყველა ტურნირს ოთხ-ოთხი გუნდი შემორჩა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ პანტა-პუნტით აგდებს პრემიერლიგის გუნდებს, ინგლისური კლუბები მაინც კარგად მიდიან : ყველგან ჰყავთ წარმომადგენელი. მეტიც, არ არის გამორიცხული, სეზონის ყველა ევროთასი ინგლისელებმა მოიგონ, თანაც ერთი ქალაქის გუნდებმა.

საუბარი ცხადია ლონდონზეა.

ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონს „არსენალი“ ჰყავს, რომელიც სწორედ პსჟ-ს შეხვდება და სულაც არ მიიჩნევენ აუტსაიდერად.

ევროპა ლიგაზე ინგლისს სასწაულად გასული „მანჩესტერი“ ჰყავს და კიდევ ლონდონის „ტოტენჰემი“, რომელიც ნახევარფინალში აშკარა ფავორიტია „ბოდო გლიმტთან“.

და რამე რომ იყოს, მერე ევროპის სუპერთასი მოსისხლე “არსენალსა” და “ტოტენჰემს” შორის.

კონფერენს ლიგაზე კი დარჩა ლონდონის „ჩელსი“, რომელიც ასევე მიიჩნევა ტურნირის მთავარ ფავორიტად.

აქამდე თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროთასები ერთ ქალაქში წასულა?
არც თუ დიდი ხნის წინ, 2017/18 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა „რეალმა“ მოიგო, ხოლო ევროპალიგა „ატლეტიკომ“. შესაბამისად ტროფეები მადრიდში წავიდნენ. მაგრამ მაშინ მხოლოდ ორი ევროთასი იყო, კონფერენს ლიგა ჯერ არ არსებობდა.

1971-დან 1999 წლამდე ევროპაში სამი ტურნირი იმართებოდა: ჩემპიონთა თასი, უეფას თასი და თასების თასი. 1980-იანი წლების ბოლო იტალიური გუნდების უდიდესი დომინირებით აღინიშნებოდა და ტრიუმფი 1989/90 წლების სეზონზე მოვიდა:

ჩემპიონთა თასი უძლეველმა „მილანმა“ მოიგო.
თასების თასი „სამპდორიამ“.
უეფას თასზე კი „იუვენტუსმა“ „ფიორენტინა“ დაამარცხა.

მაგრამ ეს ერთი ქალაქის კი არა, ერთი ქვეყნის გუნდები არიან. ქალაქები, სადაც ევროპული დონის სამი მეტ-ნაკლებად ძლიერი გუნდია, ისევ და ისევ ლონდონია. აი მადრიდს ორი გრანდის გარდა, „რაიო ვალეკანო“ ჰყავს, პლუს გარეუბნის „ხეტაფე“ და ა.შ.

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ოქროს ბურთის მე-8 კანდიდატია: ათეული ¼ ფინალების შემდეგ

მამარდას თავისიანმა გაუტანა, ვალენსიამ ქულა აიღო და ისევ არ აგებს