ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” გასვლაზე “ალავესს” დაუპირისპირდა და საკმაოდ უსახური თამაშის ფონზე 1:2 დამარცხდა.
გასავარდნ ზონაში მყოფმა “ალავესმა” გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მასპინძლები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. დღევანდელ შეხვედრაში ღამურების კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
21 წლის ქართველმა მეკარემ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სამი სეივი განახორციელა. გიორგიმ მატჩის პირველივე წუთზე ხოსელუს აუღო. მამარდაშვილმა გოლის ეპიზოდშიც კარგად ითამაშა. გიორგიმ ესკალანტეს თავური დარტყმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია, მაგრამ “ვალენსიას” დაცვას ჩამოეძინა და ლომმა ახლო მანძილიდან გაიტანა.
მალევე, მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ ერთი გოლის გატანა, მაგრამ მამარდაშვილი ამჯერადაც დამაჯერებელი იყო. ბორდალასის გუნდს პირველ ტაიმში ერთადერთი საგოლე შანსი ჰქონდა. გონსალო გედეშის დარტყმის შემდეგ, “ალავესი” პაჩეკომ იხსნა.
მამარდაშვილის შეფასება ალავესთან მატჩში
მეორე ნახევარში ბორდალასმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა, მაგრამ “ვალენსიას” თამაშში არაფერი შეცვლილა. ცუდი თამაშის მიუხედავად სტუმრებმა კონტექსტიდან ამოვარდნილი გოლი გაიტანეს. გონსალო გედეშმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ნათქვამია ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებსო და ახლაც ასე მოხდა. ამჯერად პენალტი ხოსელუმ გაიტანა.
საბოლოოდ, 2:1 და “ალავესმა” ლა ლიგაში ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო. “ვალენსიას” კი ჩემპიონატში ზედიზედ 5 მატჩია არ მოუგია, აქედან სამში დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings