საქართველოს ნაკრების კანდიდატი, უნგრული „ფეჰერვარის” თავდამსხმელი ბუდუ ზივიზვაძე გუნდიდან წავიდა და კარიერას იქვე, უნგრეთში გააგრძელებს – სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „უიპეშტში“.
ცოტა ხნის წინ ქართველი ფორვარდის იჯარა საშუალო გუნდს „ზალაეგერშეგსაც” სურდა, მაგრამ მაშინ ჩვენიანი „ფეჰერვარში” დარჩა. თუმცა მისი იმედები არ გამართლდა და სათამაშო დრო მაინც ვერ მიიღო. ბოლო ტურის შეხვედრაში („დებრეცენთან“ 1:2) ბუდუ განაცხადშიც კი არ ყოფილა.
„უიპეშტთან” იჯარა ჯერ სეზონის ბოლომდეა, მაგრამ გუნდი ქართველის გამოსყიდვას აპირებს. „ფეჰერვართან“ კონტრაქტი კი ზაფხულში მთავრდება.
მოგეხსენებათ, “უიპეშტში” კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი გიორგი ბერიძე თამაშობს.
გუნდი კი დღეისათვის, 19 ტურის შემდეგ, 17 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა და მის წინ მყოფ ორ მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩება. „უიპეშტმა“ ბოლოს ზედიზედ 3 თამაში წააგო.
GIPHY App Key not set. Please check settings