თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი ფეხბურთელი ულად ომარ იმრანი კარიერას ვოლგოგრადის “როტორში” გააგრძელებს. ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
იმრანმა თბილისურ გუნდში 51 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 13 გოლი და 9 საგოლე პასია.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იმრანი “როტორში” ქართველი საფეხბურთო მენეჯერის მამუკა ჯუღელის დამსახურებით მოხვდა.
“როტორი” ამ დროისთვის რუსეთის პირველ დივიზიონში მე-17 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings