in ,

თბილისის დინამომ მოსკოვის დინამო დაამარცხა

საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი თბილისის “დინამო” თურქეთის ქალაქ ბელეკში ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გადის.

დღეს, კახი ცხადაძის გუნდი მოსკოვის “დინამოს” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე გავიდა. ოკუპანტი ქვეყნის გუნდის კარი უსმანე კამარამ აიღო. მოგეხსენაბათ, კამარამ გასული სეზონი გორის “დილას” შემადგენლობაში გაატარა.

ცხადაძის გუნდისთვის ეს ზამთრის შეკრებაზე პირველი გამარჯვებაა. “დინამომ” უკრაინულ “ლვოვთან” და სერბულ “ნაპრედაკთან” ფრედ ითამაშა. კიევის “დინამოსთან” კი, 0:1 დამარცხდა. თბილისის “დინამო” მომდევნო შეხვედრას ხვალ, დანიური “რანდერსის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯუღელის მორიგი ტრანსფერი საქართველოდან დიდ რუსეთში

როგორ დაეხმარა მანე უცნობ ბიჭს საავადმყოფოში