საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ „ატალანტას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:5.
გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ისევე როგორც მთლიანად გუნდი, დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. 20 წლის ქართველმა მცველმა შეცდომა მესამე გოლის დროს დაუშვა. Flashscore-მა 5.3 დაუწერა.
სერია B-ში „ქართველების დერბი“ გაიმართა. ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ მიიღო – 1:1. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა (7.6), კვერნაძეს კი არ უთამაშია.
წიტაიშვილის გოლი და ლობჟანიძის ორი პასი: ლეგიონერები
პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ერთ-ერთ ლიდერს, „იაგელონიას“ უმასპინძლა – 2:2. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
კვიპროსის ჩემპიონატში კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი ლორიას. მისი „არადიპუ“ შინ „ახნასს“ დაუზავდა – 2:2. ქართველ მეკარეს შვიდი მოგერიება ჰქონდა და გუნდი არაერთხელ იხსნა გოლისგან.
გიორგი ქვილითაიას „არისმა“ ლიმასოლის აელ-ს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 76 წუთი ითამაშა, 69-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა.
უნგრეთში, მორიგი მატჩი უიღბლო გამოდგა სანდრო კალანდაძისთვის, რომელიც „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ფერენცვაროშთან“ საშინაო შეხვედრაში (1:3), მაგრამ მალევე დაშავდა და უკვე მე-18 წუთზე შეცვალეს.
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ლა ლიგა 2-ში ერთ-ერთ კონკურენტ „მირანდესს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლე შეტევაშიც თავისი წვლილი შეიტანა: ქოჩორამ გადაცემა ჩაჭრა და შეტევა გააგრძელა, რომელიც საბოლოოდ გოლით დასრულდა.
შეფასებები: flashscore 7.5, sofascore 7.3.

GIPHY App Key not set. Please check settings