in ,

კიტეიშვილის დაბრუნებას აპრილში ელიან

“შტურმის” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

“ვფიქრობ, კიტეიშვილს კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება ვარჯიშის გასანახლებლად. იმედი მაქვს, აპრილიდან დაგვეხმარება”, – განაცხადა ავსტრიელმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა გამთამაშებელმა ლაზარეთში გადაინაცვლა გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ევროპა ლიგაზე, “პსვ ეინდჰოვენთან” შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთი ტოპ გუნდი გერმანიიდან და ორიც ინგლისიდან: როგორ განიცადა კვარაცხელიამ არშემდგარი ტრანსფერი

რუსეთში ყვითელაშვილის არავის სჯეროდა