in

რუსეთში ყვითელაშვილის არავის სჯეროდა

Sportbox.ru პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცთა ინდივიდუალურ პროგრამაში რუსი მოციგურავეების და მორის ყვითელაშვილის გამოსვლას ეხმაურება.

გუშინ, პეკინის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში კაცებს შორის ინდივიდუალური ასპარეზობა დაიწყო და რუსმა სპორტსმენებმა მე-7 (ევგენი სემენენკო), მე-15 (მარკ კონდრატიუკი) და 23-ე (ანდრეი მოზალევი) ადგილები დაიკავეს. სტატიაში რუსი მოციგურავეების წარუმატებლობაა განხილული და ავტორმა საქართველოს წარმომადგენელი, მორის ყვითელაშვილიც ახსენა.


„რუსმა მოციგურავეებმა დაამტკიცეს, რომ მათი შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მოკლე პროგრამაში წნეხს მხოლოდ ერთი ჩვენებური გაუმკლავდა, ყველაზე დასანანი კი ისაა, რომ ეთერ თუთბერიძის მოსწავლემ, რომელმაც მოქალაქეობა შეიცვალა, რადგან რუსეთში მისი არავის სჯეროდა, სამივე რუსს აჯობა.”-წერს რუსული ვებგვერდი


მორის ყვითელაშვილი მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. 2016 წლამდე, იგი რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მაგრამ ტურნირებზე მისთვის ყველაფერი ცუდად მიმდინარეობდა და გადაწყვიტა, საქართველოს სახელით გამოსულიყო.

მოკლე პროგრამაში მორისმა მსაჯებისგან 97.98 ქულა დაიმსახურა და მეხუთე ადგილზეა. თავისუფალი პროგრამა ხვალ დილით გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილის დაბრუნებას აპრილში ელიან

ყვითელაშვილმა ოლიმპიადა მე-10 ადგილზე დაასრულა