საბა ქუმარიტაშვილის ოლიმპიური დებიუტი 31-ე ადგილით დასრულდა
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს იანცინის სასრიალო ცენტრის ტრასაზე ასპარეზობა დაასრულა 21 წლის მოციგავემ საბა ქუმარიტაშვილმა. ქართველ ოლიმპიელს მისთვის სადებიუტო თამაშებზე მესამე დაშვებისას 31-ე შედეგი – 1.00,036 აღმოაჩნდა.
ქუმარიტაშვილმა ერთი დღით ადრე პირველი დაშვებისას ტრასა 1.00,211 წუთში დაფარა და 30-ე შედეგი ჰქონდა, მეორე დაშვებისას 1.00,146 წუთით – 32-ე შედეგი, ხოლო ორი დაშვების ჯამში 2.00,357 წამით 31-ე ადგილი.
დღევანდელი შეჯიბრების და, შესაბამისად, სამი დაშვების გათვალისწინებით, ქართველი მოციგავის შედეგმა ჯამში 3.00,393 წუთი შეადგინა და 34 მონაწილეს შორის 31-ე ადგილზე დაასრულა ოლიმპიური ტურნირი.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე ცდაზე ასპარეზობისთვის, სადაც მედლები თამაშდება, საუკეთსო ოცეულში მოხვედრა იყო საჭირო.
GIPHY App Key not set. Please check settings