in ,

ჩაკვეტაძის კარგი ფეხი: გიორგის დებიუტი შედგა, ჰამბურგმა ლიდერი გაანადგურა

მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში, ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად მებრძოლი “ჰამბურგი” ლიდერ “დარმშტადს” ესტუმრა და მოულოდნელად მეტოქე გაანადგურა – 5:0. სასიხარულოა, რომ ამ შეხვედრაში შედგა გიორგი ჩაკვეტაძის ოფიციალური დებიუტი. მართალია, ქართველს დიდი დრო არ მისცემია და მატჩის ბედიც უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენიანს ჯერ აჩვევენ და მერე უფრო მეტი დრო ექნება. ჩაკვე მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.

მატჩის გმირი კი რობერტ გლაცელი გახდა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ “ჰამბურგს” 37 ქულა დაუგროვდა და ჯერ ისევ ლიდერ “დარმშტადს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, ისე კი თავად მე-4 ადგილზეა. მეორე ბუნდესლიგის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა და დაწინაურების რეალური შანსი ერთბაშად 6 გუნდს აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადა 31-ე ადგილზე დაასრულა

შეუჩერებელი ქვილითაია: გიორგის დუბლი აელ-თან