საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველივე შეხვედრა წააგო.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ შეხვედრაში ბოსნია-ჰერცოგოვინას წარმომადგენელ დამირ ძუმჰურს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 152-ე ადგილზეა და 1:6; 7:5; 2:6 დამარცხდა.
პირველ სეტში ნიკამ ფაქტობრივად უბრძოლველოდ წააგო. ქართველმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა თავისი მოწოდების აღება. მეორე სეტში თითქოს ნიკამ თამაში გამოასწორა, მაგრამ მესამე სეტიც პირველის მსგავსად წარიმართა.
ბასილაშვილს 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2022 წელს ჩატარებული 5 შეხვედრიდან 5-ვე წააგო.
GIPHY App Key not set. Please check settings