საქართველოს ნაკრები თვის ბოლოს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას გაეჯიბრება.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ავსტრიული “ვოლფსბერგერის” ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც წინა ტურში “აუსტრიასთან” შეხვედრის მე-2 წუთზე საჰაერო ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
ავსტრიული გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარის მიხედვით, ლოჩოშვილს ტვინის შერყევა არ ჰქონია, მაგრამ ცხვირი აქვს გატეხილი და მოედანზე გასვლას ერთი თვე ვერ მოახერხებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ლოჩოშვილი მარტის სანაკრებო შეხვედრებში საქართველოს ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს.
საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცოგოვინას 24 მარტს, ალბანელთს კი 27 მარტს დაუპირისპირდება. ორივე გასვლითი მატჩია.
GIPHY App Key not set. Please check settings