in ,

არ გვრცხვენია: ატლეტიკო უკან დგომით წინ წავიდა – როგორ ვერ გაიტანა აიაქსმა

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი ¼ ფინალისტი გაირკვა. რთულია ასეთი დონის ტურნირზე და ასეთი გუნდების მონაწილეობით სენსაცია რამეს უწოდო, თუმცა ორივე შემთხვევაში მცირე მოულოდნელობა დაფიქსირდა. „მანჩესტერი“ მართალია არა გამოკვეთილ, მაგრამ მაინც ფავორიტად მიიჩნეოდა „ატლეტიკოსთან“, მით უმეტეს სტატისტიკა რონალდოს და „იუნაიტედის“ მხარეს იყო. თუმცა ერთია წარსული და მეორე არსებული მოცემულობა. მადრიდელებმა ითამაშეს ისე, როგორც იციან და მისგან ელოდნენ – დაცვიდან. დაცვა კი შეუვალი იყო, კრიშტიანოსაც არაფერი გააბედინეს, თავისი შანსიც გამოიყენეს და მერე უკან, საკუთარ კართან დგომით წინ, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

„ატლეტიკო“ – მე-6 ესპანური კლუბია, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმარჯვა.

„ატლეტიკო“ ისტორიაში პირველი გავიდა ლიგის ¼ ფინალში ისე, რომ საშინაო მატჩი არ მოუგია.

„მანჩესტერი“ მხოლოდ 2-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში ბოლო 11 სეზონში.

რონალდომ კასილიასის რეკორდი მოხსნა ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები წუთების მიხედვით.

რონალდოს 0 დარტყმა აქვს „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში. ასეთი რამ მხოლოდ მესამედ მოხდა ლიგის შეხვედრაში, როდესაც 90 წუთი ითამაშა.

მესი და რონალდო ზედიზედ მეორედ გამოვარდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპიდან.

რანგნიკი: „გვინდა ისევ გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. შევეცდებით სეზონი უმაღლეს დონეზე დავასრულოთ“.

გრიზმანი: „ყველაზე მნიშვნელოვანია – განწყობა. გვსურდა „მანჩესტერისთვის“ გვეჩვენებინა, რომ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაში რთულია“.

დე ხეა: „ატლეტიკო“ გოლის შემდეგ ობლაკის წინ დადგა. ეს ძალიან დაცვითი გუნდია, რთულია მათ გაუტანო“.

სიმეონე: „ატლეტიკოს“ არ რცხვენოდა, რომ დაცვიდან ითამაშა. ჩვენ ბრწყინვალე გუნდური სამუშაო შევასრულეთ მე-2 ტაიმში“.

მანჩესტერი – ატლეტიკო 0:1
პირველი მატჩი 1:1

გოლი: 0:1 რენან ლოდი (41)

მანჩესტერი: დე ხეა – დალოტი, ვარანი, მაგუაირი (84. მატა), ტელიესი – მაკტომინი (67. მატიჩი), ფრედი (75. კავანი) – სანჩო, ბრუნო ფერნანდეში (67. პოგბა), ელანგა (67. რაშფორდი) – რონალდო

ატლეტიკო: ობლაკი – ლორენტე, ხიმენესი, სავიჩი, მანდავა, რენან ლოდი – დე პაული, ერერა, კოკე (80. კონდოგბია) – ჟოაო ფელიქსი (90. ფელიპე), გრიზმანი (90+3. ანხელ კორეა)

This image has an empty alt attribute; its file name is SRCchoJFHw__34I5976.jpg

ძალიან ბევრი გოლის გამტანმა „აიაქსმა“ ერთიც ვერ შეუგდო „ბენფიკას“, რაც უფრო გასაკვირია, ვიდრე „მანჩესტერის“ წარუმატებლობა. ამსტერდამელებისგან გოლებს და შესაბამისად მოგებას ელოდნენ, მაგრამ ფეხბურთს ხომ თავისი წესები აქვს. „ბენფიკამ“ თავისი ერთი შანსი გამოიყენა და თავადაც რომ არ ჯეროდა, ისე გაიხარა.

აიაქსი – ბენფიკა 0:1
პირველი მატჩი 2:2

გოლი: 0:1 ნუნიესი (77)
აიაქსი: ონანა – მაზრაუი, ტიმბერი (90+7. კუდუსი), მარტინესი, ბლინდი – ალვარესი (82. ბრობეი), ბერგჰუისი (82. კლაასენი), გრავენბერხი – ენტონი, ტადიჩი, ალერი

ბენფიკა: ვლახოდიმოსი – ჟილბერტო (90+2. ლაზარო), ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო – ევერტონი (72. იარემჩუკი), ვაიგლი, ტაარაბტი (46. მეიტე) – რაფა სილვა, რამოსი (90+1. ბერნარდო), ნუნიესი (81. დიოგო გონსალვეში)

„ბენფიკა“ ბოლო 10 სეზონში მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალშi. უფრო მეტჯერ, ვიდრე „მანჩესტერი“ (2).

„აიაქსმა“ პირველად წააგო მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.

„აიაქსმა“ პირველად ვერ გაიტანა ნოემბრის შემდეგ.

ამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ვერ გაიტანა სებასტიან ალერმა.

„აიაქსმა“ 1969 წლის შემდეგ პირველად წააგო საკუთარ მოედანზე პორტუგალიურ კლუბთან.

ერიკ ტენ ჰაგი: „აიაქსი“ დომინირებდა, მაგრამ კრეატივი არ გვეყო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველად ისტორიაში: კამპ ნოუს სახელი ეცვლება – ბარსას ახალი სატიტულო სპონსორი ყავს

ლოჩოშვილს ერთი თვე გაუცდება: ის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება