საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის გასულ ტურში დამაჯერებელ თამაში დაუფასდა. გიორგი ლა ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 21 წლის ქართველმა მეკარემ whoscored.com-სგან 8.1 შეფასება მიიღო.
მამარდაშვილის კარგი მატჩი: ყველაზე მაღალი შეფასება ორივე გუნდში
მამარდაშვილი სიმბოლურში ისეთი ვარსკვლავების გვერდითაა, როგორებიც დანიელ ალვეში, კარიმ ბენზემა, ფერან ტორესი და ოსმან დემბელე არიან.
ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში მამარდაშვილის “ვალენსია” “ხეტაფეს” დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა. გიორგიმ მატჩი 6 სეივით დაასრულა.
მამარდაშვილმა კარი ისევ მშრალად შეინახა, თუმცა…
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.
GIPHY App Key not set. Please check settings