in

ბასილაშვილმა ინდიან უელსი დაამთავრა: ყველაფერი ფინალივით განმეორდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მერვედფინალში ვერ გავიდა. ჩვენიანმა მესამე წრეში სამ სეტში წააგო ბრიტანელ კემერონ ნორისთან. სხვათა შორის, ნიკა სამჯერ შეხვდა ნორის და ყოველთვის წაგებული დარჩა.

ეს შეხვედრა შარშანდელი ფინალის გამეორება იყო. მართალია მაშინ ბასილაშვილმა პირველი სეტი მოიგო, მაგრამ სამ სეტში დამარცხდა. ახლაც იგივე განმეორდა.

ბასილაშვილმა პირველი პარტიის აღება მოახერხა. ნიკა ბრეიკით 3:0 დაწინაურდა. მერე მეტოქემ უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ ამას ნიკას კიდევ ერთი ბრეიკი მოყვა.

მეორე სეტი იგივე სცენარით წარიმართა, ოღონდ ჯერ ნორიმ შეასრულა ბრეიკი, შემდეგ ბასილაშვილმა უკუბრეიკი. ნიკას 3:3-ზე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა.

სამწუხაროდ, გადამწყვეტ პარტიაში ბასილაშვილმა მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. საბოლოოდ – 6:3, 3:6, 1:6.
ისე შარშანდელი ფინალის ბოლო სეტიც 6:1 დასრულდა.
მოკლედ, განმეორდა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვარაცხელიამ როსტოვს ულამაზესი გოლი გაუტანა

თოვლი მოსულა… ფეხბურთი გადაიდო: სოსიაშვილმა სიონს პირველი ქულა მოუტანა