in ,

თოვლი მოსულა… ფეხბურთი გადაიდო: სოსიაშვილმა სიონს პირველი ქულა მოუტანა

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა გადაიდო: „დინამო არენაზე“ თოვლი დადო და მსაჯების გადაწყვეტილებით თბილისის „დინამოსა “ და გორის „დილას“ შეხვედრა აღარ ჩატარდა.

თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე დიდი ნალექი წამოვიდა და მოედნის გადაწმენდა მცირე დროში ვეღარ მოხერხდა. შეგახსენებთ, თოვლის გამო „თელავი“- „სამგურალისა“ და „ტორპედო“-„ლოკომოტივის“ შეხვედრებიც გადაიდო.

სამივე მატჩის გამართვის თარიღი და დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ზესტაფონში კი თამაში შესაძლებელი გახდა: წყალტუბოს „სამგურალმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა, გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

ანგარიში მე-17 წუთზე მასპინძელმა ირაკლი რუხაძემ გახსნა.
54-ე წუთზე „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძემ საკუთარ საჯარიმოში მეტოქის მოტყუება სცადა, ლუკა ხორხელმა კი ბურთი აართვა და ამგარიში გაათანაბრა.

აღვნიშნოთ, რომ ეს გახლდათ „სიონში“ უჩა სოსიაშვილის დებიუტი.
„შეხვედრა ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა. საკმაოდ სანახაობრივი და კარგი თამაში გამოვიდა. არც ერთი გუნდი არ ფიქრობდა, რომ გოლი არ გაეშვა, ორივე მოტივირებული ვიყავით, რომ მოგვეგო. ამის გამო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. პირველ ტაიმში უფრო „სამგურალს“ გაუმართლა. მეორე ნახევარში ჩვენ უფრო ზევით ავიწიეთ და მეტოქე შევავიწროეთ, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. ერთ ეპიზოდში ვისარგებლეთ და გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, რომ ფრე „სიონისთვის“ დადებითი შედეგია“, – აღნიშნა ნამატჩევს ბოლნისლეთა მწვრთნელმა.

4 ტურის შემდეგ „სამგურალმა“ 4 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, თუმცა, ერთი გადადებული მატჩი აქვს, „სიონმა“ კი პირველი ქულა მოიპოვა და მე-9 ადგილზეა.

მფრინავი ჯოვინო: სეზონის პირველი ფრე ეროვნულ ლიგაში

ბარემ ვთქვათ ისიც, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი 4 შეხვედრა ასევე დიდთოვლობის გამო გადაიდო.

შევარდენი 1906 – დინამო ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია – სპაერი
გარეჯი – რუსთავი
მერანი თბილისი – მერანი მარტვილი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა ინდიან უელსი დაამთავრა: ყველაფერი ფინალივით განმეორდა

კარგი გოგა და მოგება: 20 წუთი და 10 ქულა