in ,

სხვა შრომა და სხვა განწყობა: მილანელებმა მილანი გაალიდერეს – XXIX ტური

მართალია გოლების გატანა უჭირს, მაგრამ მთავარი ქულებია: „მილანი“ კი ამ ქულებს აგროვებს – ახლაც 1 გოლი ეყო 3 ქულისთვის. ბოლო 5 მატჩი რომ ავიღოთ, „როსონერი“ 4-ში კინკილას იტანს (ერთხელ 2 გოლი ბოლო ადგილოსან „სალერნიტანასთან“). მოკლედ, მოგება მოგებაა და „მილანმაც“ პირველი ადგილი შეინარჩუნა, ახლა კი ისეთი პერიოდია, თამაშის ხარისხზე დიდად არ მოგედავებიან, ოღონდ შედეგი იყოს.

შედეგი კი „იუვენტუსსაც“ მშვენიერი აქვს. ორ ფრეს „ზებრებმა“ ზედიზედ 3 გამარჯვება მოაყოლეს და ოთხეულში მყარად ყოფნას კი არა, თვალი უეჭველი ზემოთაც გაურბით. მორატამ დუბლი შეასრულა, ხოლო შჩესნიმ პენალტი მოიგერია.

თავისი თამაში “ნაპოლიმაც” მოიგო. ოსიმენმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს საშუალება მისცა არც “მილანს” ჩამორჩენოდა (ისევ 3 ქულა სხვაობა) და მდევრებთანაც შეენარჩუნებინა სხვაობა.

სამაგიეროდ, ქულები ისევ დაკარგა “ინტერმა” და ლიდერობის შანსიც. მილანელებმა 92-ე წუთზე გაიტანეს გამათანაბრებელი ბურთი და წაგებას გადაურჩნენ. მათ 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩაატარებული და რომც მოიგონ, თანაქალაქე “მილანს” უკვე ვეღარ ეწევიან. ასე რომ, “მილანი” უკვე ერთპიროვნული ლიდერია.

„მილანი“ არ აგებს 9 თამაშია – 5 მოგება და 4 ფრე.

პიოლი: „მილანი“ არ დომინირებდა, მაგრამ აკონტროლებდა თამაშს. ყველა კლუბი ტოპ 5-დან მონაწილეობს საჩემპიონო რბოლაში“.

„იუვენტუსი“ არ აგებს ჩემპიონატში 15 მატჩია – 10 მოგება და 5 ფრე.

მორატა 1-+ გოლს იტანს საკლუბო დონეზე ზედიზედ 8 სეზონია.

შჩესნიმ სერია ა-ში ბოლო 3 პენალტი მოიგერია.

მოურინიო: „ცოტა ადრე რომ გაგვეტანა, თამაშს შემოვატრიალებდით“.

„ინტერს“ ზედიზედ 5 ფრე აქვს სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში, ასეთი რამ პირველად მოხდა 2004 წლსი შემდეგ.

„ინტერს“ ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს.

ინძაგი: „სკუდეტო ისევ რომ მოვიგოთ, მეტი შრომა და სხვა განწყობით თამაშია საჭირო“.

„ატალანტამ“ ბოლო 8 ტურში 1 გამარჯვება მოიპოვა.

სერია ა – XXIX ტური

სპეცია – კალიარი 2:0
სალერნიტანა – სასუოლო 2:2
სამპდორია – იუვენტუსი 1:3
მილანი – ემპოლი 1:0
ფიორენტინა – ბოლონია 1:0
ვერონა – ნაპოლი 1:2
ატალანტა – ჯენოა 0:0
უდინეზე – რომა 1:1
ტორინო – ინტერი 1:1

ორშაბათი, 14 მარტი
ლაციო – ვენეცია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

As.com: პოზიციას სწორად არჩევდა, სოლიდური იყო, მაგრამ კინაღამ სულელური გოლი გაუშვა

ბუდუ ზივზივაძე: რუსეთში რომ ვთამაშობდე, ეგრევე წამოვიდოდი