in

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსისთვის ემზადება: სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1000 ქულიანი მასტერსისთვის ემზადება.

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან ამ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა. მეოთხედფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და ფინალშიც გავიდა, სადაც სამწუხაროდ ბრიტანელ ქემერონ ნორისთან დამარდცხა. შესაბამისად, ნიკას წელს 600 ქულა ექნება დასაცავი.

ბასილაშვილი ინდიან უელსის წლევანდელ მასტერსზე მე-18 ნომრადაა განთესილი და მისი მეტოქე მეორე წრეში იტალიელ ფაბიო ფონინსა და ესპანელ პაბლო ანდუხარს შორის გამარჯვებული იქნება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში დიდი ალბათობით, ისევ ქემერონ ნორს დაუპირისპირდება.

გეტყვით იმასაც, რომ საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსი ჩოგბურთელები ტურნირზე საკუთარი ქვეყნის სახელით და ეროვნული სიმბოლიკით ვერ გამოვლენ. შესაბამისად, მსოფლიოს პირველი ჩოგანი დანილ მედვედევი რუსეთის სახელით ვერ იასპარეზებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიომ რუსების სპორტიდან გაგდებას ხელი მოაწერა: სად არის საქართველო?

მამუკელაშვილის 8 ქულა და 4 მოხსნა ოკლაჰომასთან