რუსეთ-უკრაინის ომმა ქართველი ფეხბურთელის დავით ხოჭოლავას სიმამრის სიცოცხლეც შეიწირა.
ხოჭოლავას მეუღლის იულია სიდორენკოს ოჯახი ხარკოვში ცხოვრობს და მისი სიმამრიც ხარკოვში იმყოფებოდა, რა დროსაც იგი საბრძოლო შეტაკებებს, კერძოდ, საჰაერო შეტევებს ემსხვერპლა.
ჩვენი რედაქცია იზიარებს დავითისა და მისი მეუღლის მწუხარებას.
დავით ხოჭოლავა: უკრაინავ, მოითმინე – გამარჯვება ჩვენია!
შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა 5 წლის განმავლობაში თამაშობდა უკრაინაში. იგი ოდესის “ჩერნომორეცისა” და დონეცკის “შახტარის” ღირსებას იცავდა. ამჟამად ხოჭოლავა დანიური “კოპენჰაგენის” ფეხბურთელია.
GIPHY App Key not set. Please check settings