in ,

სიტის ბენეფისი და იუვენტუსის პირველი ქულები – ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური

გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 8 მატჩი გაიმართა და მესამე ტური დაიხურა.

20:45-ზე “ლაიფციგმა” “სელტიკს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. საინტერესო ის იყო, რომ გერმანელებს 2 გატანილი გოლი გაუუქმდათ, მეკარე შესაცვლელი გაუხდათ, მაგრამ მაინც მოახერხეს მეტოქის ძლევა.

ჯგუფის მეორე მატჩში მადრიდის “რეალმა” “შახტარს” უმასპინძლა და 2:1 ვინისიუსისა და როდრიგო გოეშის გოლებით დაამარცხა.

“ზალცბურგმა” კი “დინამო ზაგრების” 1:0 დამარცხება მოახერხა.

სადებიუტო ქულები დაკარგა “პსჟ”-მ, რომელიც ლეო მესის გოლით კი იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შესანიშნავი პერფორმანსით გამოირჩა ლონდონის “ჩელსი”, რომელიც “მილანს” მასპინძლობდა და 3:0 გაანადგურა. გადასარევი იყო რის ჯეიმსი, რომელმაც გოლს ასისტი წაამატა და ობამეიანგი, რომელიც ზედიზედ მეორე მატჩია გოლის გატანას ახერხებს. ჯგუფში კი პირველ საფეხურზე “ზალცბურგია” 5 ქულით, იტალიელებს და ინგლისელებს კი 4-4 ქულა აქვთ.

პირველი ქულების მოპოვება მოახერხა ტურინის “იუვენტუსმა”. იტალიელებს “მაკაბის” ძლევა არ გასჭირვებიათ და 3:1 დააფიქსირეს. გამოსარჩევია ადრიენ რაბიოს დუბლი კიდევ ერთი გოლი კი დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა.

მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა “მან სიტიმ” და ამჯერად მსხვერპლი დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენი” იყო. შეხვედრა 5:0 დასრულდა. დუბლით გამოირჩა ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი და ნორვეგიელი მონსტრისთვის ეს 29-ე ლიგური გოლი იყო, რითაც რივალდოსა და რონალდინიოს გადაასწრო. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის ბოლოს ხოჭოლავამ ბურთი თავის კარში გაიტანა.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩხვიმიანი მეორე წრეში დამარცხდა

ჯეკ გრილიში: კოპენჰაგენის მეკარემ მითხრა, რომ ჰოლანდი ადამიანი არ არის