სუპერლიგის ჩაფლავებული იდეა, როგორც ჩანს, ჯერ ისევ ცდილობს ისუნთქოს, ოღონდ რა გამოვა აქედან რთული სათქმელია.
„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სუპერლიგის ახალი პროექტი წარადგინა. მისი თქმით, პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებაა შეტანილი.
ალბათ გახსოვთ, რომ თავდაპირველად წარმოდგენილი პროექტის თანახმად, შეიქმნებოდა ერთგვარი დახურული ლიგა, არც არავინ გავარდებოდა და ვერც ვერავინ შევიდოდა.
ახალი შეთავაზებით კი ორი დივიზიონი შეიქმნება. ტურნირზე 20 გუნდი ითამაშებს და როგორც ჩემპიონატებში ხდება, გავარდნაც იქნება და ზემო ლიგაში დაწინაურებაც.
თავის დროზე ევროპის სუპერლიგის შექმნას 12-მა კლუბმა მოაწერა ხელი.
„12-მა კლუბმა მოაწერა ხელი 120-გვერდიან კონტრაქტს და ის ჯერაც მოქმედებს ამ კლუბებისთვის“, – განაცხადა ანიელიმ.
არადა 9 კლუბი გამოეყო პროექტს და სუპერლიგაში მხოლოდ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ დარჩნენ.
უეფას პრეზიდენტი ჩეფერინი კი ამბობს, რომ „ისინი პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ“.
GIPHY App Key not set. Please check settings