საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” ზაფხულში ქართული ფეხბურთისა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავს. გია გეგუჩაძის გუნდი ასპარეზობაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და განუთესავი იქნება.
ამ ეტაპისთვის აჭარლების სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასეთია. ამ გუნდების რაოდენობა 17-მდე ჩემპიონატების დასრულების შემდეგ გაიზრდება.
“მალმიო”, “ლუდოგორეცი”, “ბოდო გლიმტი”, “ფერენცვაროში”, “სლოვანი”, ჰიკ, “ნიუ საინტსი”, “ჟალგირისი”.
შეგახსენებთ, ბათუმის “დინამო” შარშან ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც პირველად იასპარეზებს.
GIPHY App Key not set. Please check settings