in ,

კალაძე, მჭედლიძე და კვარაცხელია: დი ლაურენტისმა ხვიჩას ტრანსფერი დაადასტურა

ეს ნანატრი დღეს დადგა. უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ფეხბურთის იმედი ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ფეხბურთელია.. ხვიჩას იტალიურ გუნდში ტრანსფერი კლუბის პრეზიდენტმა აირელიო დი ლაურენტისმა დააადასტურა.

“ნაპოლის” პრეზიდენტის თქმით, კლუბი ქართველ ფეხბურთელს 5 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, მესამე ფეხბურთელი იქნება, რომელიც სერია ა-ს კლუბის მაისურს მოირგებს.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კახი კალაძე “მილანის” ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა და 194 შეხვედრაში 12 ბურთი გაიტანა. კალაძემ “მილანში” ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, ერთხელ იტალიის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ლევან მჭედლიძე “ემპოლიში” 2008-19 წლებში თამაშობდა 150 მატჩში 15 ბურთი გაიტანა. ერთი სეზონი მან “პალერმოს” რიგებშიც გაატარა და მის ანგარიშზე 11 მატჩში 1 გოლია. ამ ეტაპზე მჭედლიძე ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია დროებით ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავს და აჭარული კლუბის მაისურით 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს. მომდევნო მატჩს ხვიჩა ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში 29 აპრილა ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამო განუთესავია: ჩემპიონის სავარაუდო მეტოქეთა არასრული სია

ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა