საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები წელს ორ დიდ ტურნირზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზებს.
ჩვენი გუნდი ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალია, მონტენეგრო და სლოვაკეთი იქნებიან.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში, გაიმართება.
გეტყვით იმასაც, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკაა.
GIPHY App Key not set. Please check settings